სდასუ აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2020  წლის 17   თებერვლიდან  აცხადებს

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

-          ქირურგია –1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-          ნეიროქირურგია - 1 პროფესორი;

-          ბავშვთა ქირურგია -1 პროფესორი;

-          უროლოგია - 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-          ოტორინოლარინგოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          დერმატო-ვენეროლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          მეანობა-გინეკოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-          ონკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-          ოფთალმოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-          გადაუდებელი მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;

-          ფსიქიატრია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტი;

-          ალერგოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ენდოკრინოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ჰემატოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;

-          პათოფიზიოლოგია - 1 პროფესორი;

-          ფიზიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;

-          სამედიცინო ეთიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ბიოქიმია - 1 პროფესორი;

-          იმუნოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          თერაპიული სტომატოლოგია - 2 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ყბა-სახის ქირურგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ისტორია - 1 პროფესორი;

-          ეკონომიკა - 1 პროფესორი;

-          ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ჟურნალისტიკა - 1 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი;

-          საერთაშორისო ურთიერთობები - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          სისხლის სამართლის პროცესი - 1 პროფესორი;

-          ადმინისტრაციული  სამართალი -  1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ინგლისური ფილოლოგია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

-          კლასიკური ფილოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-          ქართული ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;

-          ფილოსოფია - 1 ასოცირებული პროფესორი.

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

 

  1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
  2. სოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან კლინიკური დარგის სპეციალისტი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
  4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
  5. კლინიკურ დისციპლინებში დამატებითი მოთხოვნებია - ა) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება: პროფესორს - ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;  ასისტენტ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;  ასისტენტს - დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.

 

აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. განცხადება;
  2. კონკურსანტის ანკეტა  ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატი;
  5. 2 ფოტოსურათი (3 × 4);
  6. უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების. სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  7. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
  8. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  9. უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატის ასლები  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დედანთან ერთად.     


კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2020   წლის 17  მარტიდან  - 2020  წლის  28 მარტის   ჩათვლით

 უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე,   ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

კონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2020  წლის 24 აპრილისა.