ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიები

 

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიები გამოაცხადა.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships  2020 წლის  1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია  1  თებერვლიდან  გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.