ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? სკოლის მოსწავლეებისთვის
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?  
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ატარებს ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის?
თამაშის მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და 
ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ასევე 
ინტელექტუალური განვითარების  პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სკოლებს საქართველოს მასშტაბით, თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 5 მოსწავლისგან.

თამაშის პირობები: 
 1. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის?“ ფორმატით.
 2. თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს 5 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ 2  გუნდი.
 3. თამაში შედგება 3 ტურისა და 45  შეკითხვისგან  [თითო ტურში 15  შეკითხვა]; 1 შეკითხვა – 1 ქულა. 
 4. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს. 

თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი  
[I, II და  III ადგილები] დაჯილდოვდებიან   საჩუქრებით. 

გუნდის რეგისტრაციისთვის:   ეწვიეთ ბმულს:  http://tiny.cc/c6injz
თამაში ჩატარდება თბილისში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. 23, 24, 25  მარტს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ორშაბათიდან - შბათის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე: +995 32 2 25 36  77.