სიახლეები
სემინარი თემაზე: "ერიკ რეინერტი-ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ"

სდასუს-ს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ჟორჟოლიანი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: "ერიკ რეინერტი-ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ", წიგნის "როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად" მიხედვით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და პერსპექტივებს.

ბეჭდვა