კონფერენცია თემაზე: გენდერული თანასწორობის გამოწვევები, საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება და ინსტრუმენტები.
 
"ევროკავშირი  გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად" და "საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი"  ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში ატარებს  სტუდენტურ კონფერენციას თემაზე:

გენდერული თანასწორობის გამოწვევები, საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება და ინსტრუმენტები.

კონფერენცია მიზნად ისახავს სტუნდეტებში ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.


მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ შემდეგ თემებზე: 


ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებების ქალის მიმართ
  ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე;
• აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები;
• ადევნება;
ქალის მიმართ ძალადობა;
ოჯახში ძალადობა;
გენდერი და სამართალი;
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გენდერული ასპექტები;
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები;
სუროგაციასთან დაკავშირებული გენდერული ასპექტები.


ნაშრომის შესრულების სტანდარტები:


სამეცნიერო მოხსენება/თემა, მაქსიმუმ 5-10 გვერდი (A 4 ფორმატში; ველის საზღვრები - 2 სმ; შრიფტის ზომა - 11; ფონტი: Sylfaen - ქართული ტექსტისათვის; Times New Roman - ინგლისური ტექსტისათვის);
თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point-ში; სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
სამეცნიერო მოხსენება/თემა გამოგზავნეთ არაუგვიანეს 1 დეკემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge 


მომხსენებელმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია არაუმეტეს 15 წუთისა.
კონფერენციაზე გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციის I საპრიზო ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება სტიპენდიით, რომელსაც მიიღებს ერთი სემესტრის განმავლობაში

კონფერენციის ჩატარების თარიღი და ადგილი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, 12 დეკემბერი, 13.00 საათი.