სამუშაო შეხვედრა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე

2019 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე.
სამუშაო შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.