კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
 
1. საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

2. კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • საჯარო სამართალი  - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სისხლის სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სისხლის სამართლის პროცესი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2 ასისტენტ პროფესორი;
  • ჟურნალისტიკა - 1 ასისტენტ პროფესორი;
  • ეკონომიკა - 2 ასისტენტი;
  • ქირურგია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
  • შინაგანი დაავადებები - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
  • რადიოლოგია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
  • ინფექციური სნეულებები - 2 ასოცირებული პროფესორი;
  • ფარმაკოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
  • კვლევის მეთოდები - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • თერაპიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი.
 
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება. მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.

- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.  მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
 
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.


3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი
ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
 
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური
ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტი, ასისტენტობის კანდიდატისთვის დოქტორანტურაში
სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული
განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი
თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის
შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის
შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული
და ბეჭდვითი ფორმით).