მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019


                       მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019


16-30  სექტემბერს  რუსთაველის ფონდის ეგიდით ჩატარდება  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი(სდასუ) აქტიურად იქნება ჩართული.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი წარდგება შემდეგი პროგრამით:

21 სექტემბერი, 14:00

სამეცნიერო სემინარი: „ეკონომიკური განუსაზღვრელობის შეფასების და მართვის ძირითადი ბერკეტები საქართველოში მდგრადი განვითარების  მიზნებისთვის“.

ფასილიტატორები:  დავით კბილაძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი; შორენა მეტრეველი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი.


26 სექტემბერი, 14:00

საჯარო ლექცია: „სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა შეფასების აქტუალური საკითხები“.

პრეზენტატორი: სამართლის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ თოდრია.

27 სექტემბერი, 14:00

საჯარო ლექცია: „თავის ტვინი - მუშაობის პრინციპები“.

პრეზენტატორი: მედიცინის დოქტორი ედიშერ მაღალაშვილი.

 
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016 წლიდან ტარდება ყოველ წელს, რომლის მთავარი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება.