პირველკურსელთა რეგისტრაცია!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს  4  სექტემბრიდან   15 სექტემბრამდე

 

რეგისტრაციისათვის გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;
  3. 4   ფოტოსურათი 3X4  და ელ-ვერსია (CD);
  4.  სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  5. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტი: შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, სს ბანკი „ქართუ“ ა/ა: GE55CR0000000011003602,  კოდი: CRTUGE22
შენიშვნა:

  • სწავლის საფასურის გადახდის ქვითარში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირველკურსელს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ასლი. ასევე სავალდებულოა მშობლის ან მინდობილი პირის თანხლება.



საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 

მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 32 2 25 36 77

 (+995) 32 2 22 63 03  (მედიცინისა და სტომატოლოგიის  სკოლა)

 (+995) 32 2 23 88 77  (სამართლის სკოლა)

(+995) 32 2 22 30 33  (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!