საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2019   წლის 12 აგვისტოდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

    
  
კონკურსი ცხადდება შემდეგ  ვაკანტურ ადგილებზე:

 

·         ორგანიზმის სისტემა და ფუნქცია

-         1 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 9 ასისტენტი

·         მოლეკულური ბიოლოგია, უჯრედის ბიოლოგია, გენეტიკა

-         2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი

·         კვლევის მეთოდები

-         1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი, 1 ასისტენტი

·         პათოლოგია და ორგანიზმის დაცვის მექანიზმები (პათოლოგია, ფარმაკოლოგია)

-         5 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი

·         საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სამედიცინო დეონტოლოგია

-         2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი

·         შინაგანი დაავადებები

-         1 პროფესორი, 9 ასოცირებული პროფესორი, 7 ასისტენტ პროფესორი, 3 ასისტენტი

·         ქირურგია

-         1 პროფესორი, 8 ასოცირებული პროფესორი, 6 ასისტენტ პროფესორი, 3 ასისტენტი

·         ნევროლოგია

-         3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი

·         პედიატრია

-         1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი, 1 ასისტენტი

·         სასამართლო მედიცინა

-         1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი, 1 ასისტენტი

·         რადიოლოგია

-         2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი


კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

-      პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება. შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერთიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.

-   ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერთიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

-  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერთიფიკატი. შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერთიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

-       ასიტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი

-   ინგლისური
ენის C1 დონეზე ცოდნა.


აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)განცხადება;

ბ)კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

      დ)შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერთიფიკატი;

ე)2 ფოტოსურათი (3 × 4);

ვ)უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასისტენტობის კანდიდატისათვის დოქტურანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ)უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;

თ)შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);

ი)ინგლისური ენის C1 დონის კემბრიჯის ან TOEFL-ის სერტიფიკატი.  სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში სავალდებულოა ტესტირების გავლა ინგლისურ ენაში.

 

 

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2019   წლის 12 სექტემბრიდან   - 2019  წლის  19  სექტემბრის    ჩათვლით

 უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე,   ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

კონკურსის  შედეგები   გამოცხადდება  არაუგვიანეს 2019  წლის  5  ოქტომბრისა.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერ­სი­ტეტის ვებ­გვერ­დზე  www.sdasu.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.