სიახლეები
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა მობილობას!

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

 

1.  უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს ერთი საფეხურის ფარგლებში გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2.   შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.    სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

 

შიდა მობილობის ვადები:

შესაბამის სკოლებში დოკუმენტების წარდგენა და განხილვა:      27 აგვისტო - 11 სექტემბერი

სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა:               12 – 13   სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1.    განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
2.    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.     სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული შესაბამისი სკოლის  ბეჭდითა და დეკანის
      ხელმოწერით);

4.     ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5.     სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
6.     სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)
      ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
7.     2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.

 

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი

სკოლების დეკანატებში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

ბეჭდვა