სიახლეები
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას !

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო
პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

Ø  სამართალმცოდნეობა

Ø  ბიზნესის ადმინისტრირება

Ø  ინფორმაციული ტექნოლოგიები

Ø  ტურიზმი

Ø  ჟურნალისტიკა

Ø  საერთაშორისო ურთიერთობები

Ø  ინგლისური ფილოლოგია

  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:

Ø  სამკურნალო საქმე

Ø  სტომატოლოგია 

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (27 აგვისტო - 10 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:


1. განცხადება;

      2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

      3.  სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

      4.  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

      5.  ტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

          6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

       8. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

 

გისურვებთ წარმატებას!

ბეჭდვა