„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება #12 25.02.2016)

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80 % და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიური.

განაცხადის შემოტანის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ივლისიდან -31 ივლისის ჩათვლით პერიოდი.


დამატებითი დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://meca.gov.ge/news_page.php?LangID=ge&id=341