მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის თეიმურაზ მიქელაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა!
2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის თეიმურაზ მიქელაძის სადისერტაციო ნაშრომის „ასთმის პროგნოზული ბიომარკერები მსტვინავი სუნთქვის დროს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა პოპულაციაში“ საჯარო დაცვა. 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლიანა ჟორჟოლიანი, ოფიციალური ოპონენტები: მედიცინის დოქტორი ირაკლი ფავლენიშვილი, მედიცინის დოქტორი რუსუდან ქარსელაძე.


ბრონ
ქული ასთმის ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს პედიატრიული პრაქტიკის სერიოზულ პრობლემას, განსაკუთრებით სკოლამდელ და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში. ბავშვთა ასაკში ფორმირებული ბრონქული ასთმა ხშირად ხდება ცხოვრების ხარისხის გაუარესების, სოციალური და ფიზიკური აქტივობის დაქვეითების და ინვალიდობის მიზეზი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბრონქული ასთმის ფორმირების კლინიკური, ბიოლოგიური და იმუნოლოგიური მარკერების პროგნოზული მნიშვნელობის შესწავლა მსტვინავი სუნთქვის სხვადასხვა ფენოტიპური ვარიანტების მქონე უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა პოპულაციაში. კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა ვიზინგ–სინდრომის სხვადასხვა ფენოტიპის მქონე ბავშვებში გამოიყოს ბრონქული ასთმის ფორმირების მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტები, რაც მნიშვნელოვანია ამ კონტინგენტში დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისა და მენეჯმენტის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ასთმის პრედიქტული ინდექსისა (API) და PIAMA შკალის კომპლექსური გამოყენების საფუძველზე შეფასდა მათი, როგორც ბრონქული ასთმის ფორმირების პროგნოზული რისკის განსაზღვრის ეფექტური მოდელის შესაძლებლობები.