საარლანდის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მიხაელ მარტინეკის საჯარო ლექცია სდასუ-ში!

2019 წლის 31 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში გაიმართება გერმანიის საარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო, საკორპორაციო და ეკონომიკური, ასევე საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელის, საარლანდის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მიხაელ მარტინეკის საჯარო ლექცია „შედარებითი სამართალი - რა სიკეთე მოაქვს მას? - იურიდიულ განათლებასა და კვლევაში შეუცვლელი დისციპლინის ისტორია, ამოცანები, მეთოდები, მიღწევები და პერსპექტივები“.