კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2019 წლის 4 ივნისიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 

 

§  ბავშვთა ნერვული სნეულებები: 1 ასოცირებული პროფესორი;

§  ქირურგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 

§  ორთოპედია-ტრავმატოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი;

§  ორთოდონტია: 1 ასოცირებული პროფესორი;

§  საკონსტიტუციო სამართალი: 2 პროფესორი;

§  სამოქალაქო სამართალი: 3 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტი;

§  სამოქალაქო საპროცესო სამართალი: 2 პროფესორი;

§  საჯარო სამართალი: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

§  ბიზნესის ადმინისტრირება; 1 პროფესორი;

§  ბუღალტრული აღრიცხვა:1 პროფესორი;

§  მათემატიკა: 1 პროფესორი;

§  საინფორმაციო ტექნოლოგიები: 1 ასოცირებული პროფესორი;

§  ტურიზმი: 2 ასოციარებული პროფესორი;

§  ინგლისური ფილოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი.

 

 

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

 

§  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

§  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

§  ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

§  ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

 

 

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

§  განცხადება;

§  ანკეტა;

§  პირადობის მოწმობის ასლი;

§  ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

§  უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

§  2 ფოტოსურათი 3x4-ზე;

 

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტთა საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 5 ივლისიდან-17 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ვაკე,.ჭავჭავაძის N 25)

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 2  აგვისტოსი

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ტელ: (995 32) 2 25 36 77