სამეცნიერო საგრანტო კონკურსი!

სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

 

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგ მიმართულებებში:

 

1.      მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

2.      სამართალი;

3.      ეკონომიკა და ბიზნესი;

4.      სოციალური მეცნიერებები.

 

პროექტის წარდგენა შეუძლია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აფილირებულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევარს ან/და მაგისტრატურის  ან დოქტორატურის სტუდენტს.

პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის სახით. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 36 თვე.

 

საპროექტო განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ივლისი.

საკონსულტაციო კვირა - 24 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები  გამოქვეყნდება 2019 წლის 15 ნოემბერს.

 

პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები:
საპროექტო განაცხადის ფორმა - დანართი;
საპროექტო წინადადება - დანართი;
პროექტის ბიუჯეტი - დანართი;
პროექტის შესრულების გეგმა-გრაფიკი - დანართი;
პროექტის შედეგები - დანართი;
პროექტის ხელმძღვანელის თანხმობის წერილი;
პროექტის ხელმძღვანელისა და მონაწილეთა პროფესიული ბიოგრაფიები;
ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

კოორდინატორი,
სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი,

პროფესორი ნინო მეგრელიშვილი
ელ-ფოსტა: ninomegreli19@yahoo.com