მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა სდასუ-ს სტუდენტებთან
2019 წლის 16 მაისს 14:00-ზე, მართლწესრიგის ოფიცრები შეხვდებიან სდასუ-ს სტუდენტებს და გააცნობენ საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს. გარდა ამისა, სტუდენტები შეიტყობენ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ. 
შეხვედრა გაიმართება პროექტის " საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა" ფარგლებში. პროექტის მიზანია მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტს ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. 
შეხვედრა გაიმართება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში.