საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სდასუ-ში
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში  (სდასუ)  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, სდასუ-ს  საპატიო დოქტორმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა პროფესორ-მასწავლებლებთან  და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევბზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ბატონი თეიმურაზ ქორიძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.