საჯარო ლექცია თემაზე: "გასტრონომიული ტურიზმი "
 
 
16 აპრილს, 12:00-საათზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება  საჯარო ლექცია თემაზე:"გასტრონომიული ტურიზმი".
•რა არის გასტრონომიული კულტურა? რამ განაპირობა ამ თემის აქტუალობა?
•რას ნიშნავს ტრაპეზი? და რა არის კულინარია?
•გასტრონომიული ტურიზმი დიდი ბიზნესი - ვინ არიან გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტები?
•რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს ქართულ გასტრონომიულ კულტურას? ამ და სხვა შეკითხვებზე გაგვცემს პასუხს საჯარო ლექციის ფორმატში გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა.