კონფერენცია თემაზე:“სიმსივნური ზრდა - მემკვიდრული წინასწარგანწყობა და გარემოს ფაქტორების როლი“.
 
2019 წლის 3 მაისს სდასუს მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სამკურნალო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით და ევროპის მედიკოს სტუდენტთა გაერთიანების ეგიდით გაიმართება დარგობრივი კონფერენცია თემაზე:
“სიმსივნური ზრდა - მემკვიდრული წინასწარგანწყობა და გარემოს ფაქტორების როლი“. კონფერენციას ექნება მრგვალი მაგიდის ხასიათი - წარმოდგენილი ნაშრომების განხილვა და მსჯელობა-განსჯა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული მიმართულების აღიარებული მეცნიერები როგორც სდასუს აკადემიური პერსონალიდან, ისე მოწვეული სპეციალისტები. კონფერენციის ყველა მონაწილე - როგორც სტუდენტი, ისე პროფესორი- დაჯილდოვდება მონაწილის შესაბამისი ფორმის სერტიფიკატით.