სიახლეები
სდასუ-ში - „InSimu Virtual Patient“ -ის პრეზენტაცია გაიმართება
28 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) პროექტის - „InSimu Virtual Patient“ ფარგელბში პრეზენტაცია მედიცინისა და სტომატოლოგიის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კურსის სტუდენტებისთვის.
საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) ახორციელებს პროექტს - „InSimu Virtual Patient“, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა სამედიცინო უნივერსიტეტს/ფაკულტეტს. InSimu - არის მობილურის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გყავდეთ ვირტუალური პაციენტები და თავი იგრძნოთ ექიმად. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს, რომელიც გამოავლენს თითოეული უნივერსიტეტიდან 10 საუკეთესო სტუდენტს (სტუდენტს რომელიც ყველაზე ნაკლებ დროში, ყველაზე იაფად და არაინვაზიური ტესტების საშალებით დასვამს სწორ დაიგნოზს). აღნიშნული პროექტი ჩატარდება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტში, თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში, ევროპის უნივერსიტეში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და ნიუვიჟენში. თითოეული უნივერსიტეტიდან ფინალურ ეტაპზე გადასულ 10-10 მონაწილეს შორის გამოვლინდება 3 საუკეთესო სტუდენტი (იგივე პრინციპით). შედეგები აისახება საერთო ბაზაში, რომელთან წვდომაც ლიმიტირებულია, რაც გამორიცხავს მონაცემების ცვლილებებს. შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართება ყველა უნივერსიტეტში ერთდროულად 1, 2, 3 აპრილის განმავლობაში ფინალურ ეტაპზე გადამსვლელი 10 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება 5 აპირლს. ფინალური ეტაპი ჩატარდება 8 და 9 აპრილს. გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 15 აპრილს, თსსუს ადმინისტრაციული კორპუსის სარექტორო დარბაზში. აპლიკაციის ლინკი : https://insimu.com/insimu_patient_app სამუშაო ენა: ინგლისური აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
ბეჭდვა