კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2019 წლის 22 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 

 

  • ადამიანის ნორმალური ანატომია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • ფარმაკოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • შინაგანი სნეულებანი: 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • სამართლის თეორია: 1 პროფესორი; 2 ასოცირებული პროფესორი; 
  • სისხლის სამართლის პროცესი: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი, 1 ასისტენტი; 
  • სისხლის სამართალი: 2 ასოცირებული პროფესორი; 
  • სამოქალაქო სამართალი: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;  სამოქალაქო საპროცესო სამართალი: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • საჯარო სამართალი: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 
  • საერთაშორისო სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი;  
  • ტურიზმი: 1 პროფესორი; 2 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ პროფესორი;

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

 

ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

დ) ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ანკეტა;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კონკურსანტის აზრით წარმოაჩენს მის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

ზ) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე;

თ) ანკეტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები დანართის სახით (სამეცნიერო კვლევების კონცეფცია, სასწავლო კურის სილაბუსი და სხვა დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტთა საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 22 თებერვლიდან-2 მარტის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე,ი.ჭავჭავაძის N 25)

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 მარტისა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ტელ: (995 32) 2 25 36 77