საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია თემაზე:“სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება“

 

14 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია თემაზე; “სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება“

ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას შეხვდება და გააცნობს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე