„ახალგაზრდა ადვოკატები“ და „სდასუ“ თანამშრომლობას იწყებენ

 

 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ. ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტში 2018 ის 16 ნოემბერს  მოეწერება. ამასთან, ორგანიზაცია სტუდენტებს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ხოლო სდასუ-ს სამართლის სკოლის სტუდენტებს პროექტში მონაწილეობას შესთავაზებს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და არამარტო ამ სკოლის სტუდენტებისათვის სამართლებრივი კუთხით ახალი შესაძლებლობების გაჩენა, უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის თანამშრომლობით, საზოგადოებისა და სამართლის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი პროექტების, საჯარო დისკუსიების, კონფერენციებისა თუ მრგვალი მაგიდების დაგეგმვა/განხორციელება წარმოადგენს.

 

მემორანდუმს ხელი 12:00 საათზე მოეწერება. ღონისძიებას „ახალგაზრდა ადვოკტების“ წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და სტუდენტები დაესწრებიან.