30 ნოემბერს სდასუ-ში სამართლის დოქტორის მიხეილ ბიჭიას საჯარო ლექცია ჩატარდება

 

30 ნოემბერს, 15:00 საათზე,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივითა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება  სამართლის დოქტორის მიხეილ ბიჭიას საჯარო ლექცია თემაზე: „მორალური ზიანის ანაზღაურების პრობლემის ქართული მოდელი და ევროპული გამოწვევები“.


მიხეილ ბიჭია
გახლავთ 45-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 1 უცხოური მონოგრაფიის თარგმანის ავტორი. ამავე დროს, მიხეილ ბიჭია არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

 

დასწრება თავისუფალია!