თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის თორნიკე შურღულაიას საჯარო ლექცია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ჰიბრიდული ომის არსი და მისი პოლიტიკური ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ისტორიის დოქტორი თორნიკე შურღულაია. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ეხებოდა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენებს.