კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

 


 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2018 წლის 26 ნოემბრიდან აცხადებს

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

- თვალის სნეულებანი: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

- პათოლოგიური ანატომია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

- ორთოპედიული სტომატოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

- თერაპიული სტომატოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

- შინაგანი მედიცინა: 1 ასოცირებული პროფესორი;

- ქართული ფილოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი;

- სისხლის სამართლის პროცესი: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

- მენეჯმენტი: 1 პროფესორი;

- მარკეტინგი: 1 ასოცირებული პროფესორი;

- ტურიზმი: 2 ასოცირებული პროფესორი;

- ფინანსები: 2 ასოცირებული პროფესორი;

- ეკონომიკა: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტი;

- ინფორმატიკა: 1 ასისტენტ პროფესორი;

- საერთაშორისო ურთიერთობები: 1 ასოცირებული პროფესორი;

- ჟურნალისტიკა: 1 ასოცირებული პროფესორი.

 

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) განცხადება;

) ანკეტა;

) პირადობის მოწმობის ასლი;

) ოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე;   ზ) სილაბუსი

 


კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 26 ნოემბრიდან - 2018 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით

უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 21 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.