ალექსანდრე ნათიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

 


საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ალექსანდრე ნათიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია:

ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ანატომია სასამართლო მედიცინასა და კრიმინალისტურ ექსპერტიზაში.

კონფერენცია გახსნა მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ნინო მეგრელიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ალექსანდრე ნათიშვილის დიდი ღვაწლის შესახებ ქართულ სამედიცინო მეცნიერებასა და განათლებაში.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.