20 სექტემბერს,საქართველოს დავით
აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა,ესენის
(გერმანია)საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,ემერიტუს ებერჰარტ
პასარგმა.ლექციის თემა იყო "ადამიანის გენეტიკა და დაავადების
კონცეფცია".
პროფესორი ებერჰარტ პასარგი
250-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და სამი სახელმძღვანელოს
ავტორია,აგრეთვე-რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელოს
თანაავტორი.ებერჰარტ პასარგი ადამიანის გენეტიკის ევროპის
საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელია,აგრეთვე-ამერიკის და ბრიტანეთის
ადამიანის გენეტიკის საზოგადოების წევრი,გერმანიის ადამიანის
გენეტიკის საზოგადოების პრეზიდენტი,ხოლო 2011 წლიდან-საპატიო
პრეზიდენტი.