რიგგარეშე მობილობა

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:


ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

> სამართალმცოდნეობა - 18 ადგილი

> ჟურნალისტიკა - 4 ადგილი

> ბიზნესის ადმინისტრირება - 18 ადგილი

> ტურიზმი - 14 ადგილი

> ინგლისური ფილოლოგია (სწავლების ენა: ქართული) - 7 ადგილი

> ინფორმაციული ტექნოლოგიები -14 ადგილი

> საერთაშორისო ურთიერთობები - 17 ადგილი

 

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:

> სტომატოლოგია - 4 ადგილი

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის მსურველებმა 10 სექტემბრიდან - 17 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი;

4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

5. 4 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.


საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე

მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

საკონტაქტო ინფორმაცია: (032) 225 36 77; (+995) 577 57 60 50
ელ. ფოსტა: info@sdasu.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!