ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის  ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

საბუთების მიღება: 8 სექტემბერი – 15 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში: 18 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება: 19 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება: 20 სექტემბერი 
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება: 20 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება: 21 სექტემბერი
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: 21 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება: 22 სექტემბერი
ხელშეკრულებების გაფორმება: 22 -24 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

* განცხადება რექტორის სახელზე;
* განმცხადებლის რეზიუმე (CV);
* ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
* სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
* სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
* განმცხადებლის წერილობითი დასტური იმისა, რომ არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
* უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
* 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე

მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 546 705; (+995) 32 2 22 30 33;
(+995) 32 2 25 36 77
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge