სდასუ-ში ალექსანდრე ნათიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართება

 

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში

2018 წლის 24 სექტემბერს, 12 საათზე

 

 

ალექსანდრე ნათიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე:

„ნორმალური და პათოლოგიური ანატომია სასამართლო მედიცინასა და კრიმინალისტურ ექსპერტიზაში.“

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.


საკონტაქტო პირი: ნონა თადუმაძე
სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი.
ელ ფოსტა: nonatadumadze@sdasu.edu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 5 სექტემბრიდან უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საკონფერენციო თეზისები 20 სექტემბრამდე გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

რეგისტრაცია