მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები

> სამართალმცოდნეობა - 5 ადგილი

> ჟურნალისტიკა - 7 ადგილი

> ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 10 ადგილი

> ინგლისური ფილოლოგია - 5 ადგილი

> ინფორმაციული ტექნოლოგიები - 5 ადგილი

 

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები

> სამკურნალო საქმე - 7 ადგილი

> სტომატოლოგია - 4 ადგილი

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მობილობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე.

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში (31 აგვისტო - 7 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. ატესტატის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი;

7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

8. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

 

საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე

მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

საკონტაქტო ინფორმაცია: (032) 225 36 77; (+995) 595 655 414
ელ. ფოსტა: info@sdasu.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!