ცხადდება მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ცხადდება მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

საბუთების მიღება: 27 აგვისტო – 3 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ/გერმანულ) ენაში: 4 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება: 5 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება: 6 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება: 8 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება: 10 სექტემბერი
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: 11 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება: 12 სექტემბერი
ხელშეკრულებების გაფორმება: 14 -15 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

* განცხადება რექტორის სახელზე;
* განმცხადებლის რეზიუმე (CV);
* დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
* სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
* სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
* განმცხადებლის წერილობითი დასტური იმისა, რომ არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
* უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
* 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე

მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 721 716; (+995) 32 2 22 60 03;
(+995) 32 2 25 36 77
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge