მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება: 27 აგვისტო – 4 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ ენაში: 6 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება: 7 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 7 - 8 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება: 10 სექტემბერი;

გამოცდა სპეციალობაში: 11 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება: 12 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 13 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება: 14 სექტემბერი
მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება: 14 -15 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

* განცხადება რექტორის სახელზე;
* ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
* უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
* სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში) (ვაჟებისათვის);
* 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50; (+995) 32 2 23 27 88;
(+995) 32 2 22 30 33
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge