შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს ერთი საფეხურის ფარგლებში, გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობის ვადები:

შესაბამის სკოლებში დოკუმენტების წარდგენა და განხილვა: 27 აგვისტო – 8 სექტემბერი სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა: 10 – 14 სექტემბერი ხელშეკრულების გაფორმება: 15 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

* განცხადება რექტორის სახელზე;
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
* ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
* ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
* სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
* სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
* 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

საბუთების მიღება: 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50; (+995) 32 2 25 36 77
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge