სდასუ-ს პროფესორის გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით მომზადებულმა სამეცნიერო შრომამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მოიპოვა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით მომზადებულმა სამეცნიერო შრომამ „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მოიპოვა. უნდა აღინიშნოს რომ მეცნიერების დარგში საქართველოს აღნიშნული ჯილდო პირველად მიენიჭა. სამეცნიერო კველვა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა საქართევლოს ხელოვნების სასახლის კოლექციების ბაზაზე მოამზადა.
22 ივნისს ბერლინში კონგრესის დარბაზში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი პრიზის "ევროპა ნოსტრას" დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაიმაიერი და ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიგო დომინგო. აღნიშნული პროექტის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ევროპა ნოსტრა საქართველოს წარმომადგენლობას! 400 გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომი ქართული ქსოვილის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს, ალბომში შესულია საქართველოს მეფეთა და დედოფალთა, ერისთავთა ძვირფასი სამოსი, უნიკალური კოსტიუმები რომლებიც მუზეუმშია დაცული! ქართულმა ქსოვილმა ევროპელი მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც განაპირობა კიდეც პროექტის მსოფლიო დონის აღიარება. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი კალანდია, მონაწილეები: თსუ დოქტორანტი ირინე საგანელიძე, ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე. პროექტის სამუშაო ჯგუფი მერი ხარაიშვილი, თაკო თოლორდავა, ეკატერინე გეგუჩაძე, ივანე კიკნაძე, ანი ბაკურიძე, არტემ ანტანოსი, ელენე სალარიძე, გულიკო კვანტიძე. პროექტის საწყის ეტაპზე აქტიურად ჩართულნი იყვნენ დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები