შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას. კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, აგრეთვე, დაფინანსდეს მიზნობრივი კონფერენციები, რომლებიც თემატურად მიძღვნილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი.
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიზნობრივი, თემატური კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ვადებია: 2018 წლის 6 აგვისტომდე – პროექტების რეგისტრაცია ელ.ფოსტით;

2018 წლის 27 ივლისი 16:00 სთ – ჯგუფური კონსულტაცია ფონდში 2018 წლის 8 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: www.rustaveli.org.ge.