მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2018– 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები
  • სამართალმცოდნეობა - 5 ადგილი
  • ჟურნალისტიკა - 7 ადგილი
  • ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 10 ადგილი
  • ინგლისური ფილოლოგია - 5 ადგილი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - 5 ადგილი

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები
  • სამკურნალო საქმე - 7 ადგილი
  • სტომატოლოგია - 4 ადგილი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მობილობის უფლების მოპოვების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე.

ტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში ( 23 აგვისტო - 5სექტემბერი )
წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები
:

1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
7. ატესტატის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი;
8. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთები მიიღება 23 აგვისტოს 10.00 საათიდან – 5 სექტემბრის 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში.
მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 57 60 50

გისურვებთ წარმატებას!