17 ივლისს დისერტანტ მაყვალა ზარიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დისერტანტ მაყვალა ზარიძის სადისერტაციო ნაშრომის- „საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებები“ დაცვა გაიმართა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, დემურ ჩომახიძე გახლდათ.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ეკონომიკის სადისერტაციო საბჭოს და კომისიის წევრები, სდასუ-ს რექტორი პროფესორი თეიმურაზ ქორიძე და სდასუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმატებით დასრულდა და კომისიამ დოქტორანტ მაყვალა ზარიძეს დოქტორის აკადემიური ხარისხის წოდება მიანიჭა.