ახალგაზრდული ბანაკი - ''აგორა'' იწყება
10-13 აგვისტოს „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით საქართველოში მცხოვრები ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, ლაგოდეხში ეწყობა საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი - "აგორა". 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრეინინგი თემებზე: სამოქალაქო აქტივიზმის იდეა, მისი სახეები და ტრანსფორმაცია მსოფლიო ისტორიაში, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, გამოხატვის ფორმები, ვიზუალური ხელოვნება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია იყო საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა (უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს), ასაკი - 18-25 წლამდე.

პროექტის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.