კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2018 წლის 3 აგვისტოდან აცხადებს

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

* ბიოლოგია:   1 პროფესორი;
* ონკოლოგია: 1 პროფესორი;
* თვალის სნეულებანი:  1 ასოცირებული პროფესორი;
* ორთოპედიული სტომატოლოგია:  2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
* თერაპიული სტომატოლოგია:  1 ასისტენტ-პროფესორი;
* შინაგანი დაავადებები:  1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
* თერაპიული სტომატოლოგია:  2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
* მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია:  1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი;
* ადამიანის ნორმალური ანატომია:  1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი;
* ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციული ქირურგიის საფუძვლებით:  1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
* სისხლის სამართლის პროცესი:  1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
* სისხლის სამართალი:  1 პროფესორი;
* საერთაშორისო სისხლის სამართალი: 1 პროფესორი;
* სამართლის ისტორია:  1 ასოცირებული პროფესორი;
* სამოქალაქო საპროცესო სამართალი:  1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
* ჟურნალისტიკა: 2 ასოცირებული პროფესორი;
* ინგლისური ფილოლოგია: 2 ასოცირებული პროფესორი;
* მარკეტინგი:  2 ასოცირებული პროფესორი;
* ტურიზმი:  1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი; 2 ასისტენტი;
* ეკონომიკა:  1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი;
* ინფორმატიკა:  1 ასოცირებული პროფესორი.


ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

* პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
* ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
* ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
* ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.



აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე;

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 3 აგვისტოდან - 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით

უნივერსიტეტის კანცელარიაში
(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25) კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოს.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.sdasu.edu.ge.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.