28 ივნისს მაია გოგუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის, მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია გოგუას სადისერტაციო ნაშრომის: „პაროდონტის ანთებითი დაავადებების მკურნალობა პრეპარატით სტეპალოლი-E” დაცვა გაიმართა.  
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას მედიცინისა და სტომატოლოგიის სადისერტაციო საბჭოს და კომისიის წევრები, სდასუ-ს რექტორი პროფესორი თეიმურაზ ქორიძე და სდასუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმატებით დასრულდა და კომისიამ დოქტორანტ მაია გოგუას დოქტორის აკადემიური ხარისხის წოდება მიანიჭა.