შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
4. აგრარული მეცნიერებები;
5. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
6. სოციალური მეცნიერებები;
7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებს.

საპროექტო წინადადების ელექტრონული რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 ივნისიდან 25 ივლისის 16:00 სთ-მდე.

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივლისის 16:00 საათი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: კონკურსი