სდასუ-ში სტუდენტთა XXVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
8 ივნისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა XXVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
სდასუ-ს სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
საპრიზო ადგილის მფლობელები ჟიურიმ სექციების მიხედვით გამოავლინა.
კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სდასუ-ს რექტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ქორიძემ დიპლომები გადასცა.
მონაწილეთა თეზისები კრებულის სახით გამოიცემა და კონფერენციის თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა.