„ევროპის დღეები 2018“ - ის ფარგლებში სდასუ-ში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ევროპის დღეების ფარგლებში სდასუ-ს ტრენინგ ცენტრში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ: საერთაშორისო ურთოერთობათა სპეციალისტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან - გიორგი გობრონიძე და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი - მარიამ დოლიძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ევროკავშირთან გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე.