ტრენინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის
მიმდინარე წლის 18 მაისს, 15:00, სდასუ-ს ტრეინინგ-ცენტრში ჩატარდება ტრეინინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ტრეინინგის თემა: „ორგანიზაციული ქცევა - მენეჯერული დისციპლინა: სამუშაო სივრცეში შრომის ეფექტიანობისა და მომუშავის ორგანიზაციისადმი მიძღვნადობის გასაუმჯობესებლად.“

ტრეინინგის წამყვანი: როდამ ქუმსიაშვილი, „ვერიდის კონსალტინგის“ (Veridis Consulting in Management) პარტნიორი.

შინაარსი:
პირველი ნაწილი:
ორგანიზაციული ქცევის, როგორც მენეჯერული დისციპლინის წარდგენა-გაცნობა.
შრომის ეფექტიანობა.
ორგანიზაციისადმი მიძღვნადობა.
ინდივიდიუალური მექანიზმები და ინდივიდუალური მახასიათებლები.

მეორე ნაწილი:
ჯგუფის მექანიზმები
გუნდები: მახასიათებლები და ნაირსახეობები
გუნდები: პროცესები და კომუნიკაცია
ლიდერობა: სტილები და ქცევები, ძალაუფლება და მოლაპარაკება
ორგანიზაციული მექანიზმები: სტრუქტურა და კულტურა

მესამე ნაწილი:
პრაქტიკული სამუშაო: ჯგუფური გადაწყვეტილების პრობლემა აბილინის პარადოქსის მიხედვით.

ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი.