მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი იწყება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს ParaShoot-ს, მოკლე ფილმების მარათონს პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისათვის.
მარათონის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას.
ParaShoot-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე სცენარისტებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს საქართველოს ყველ რეგიონიდან.
გუნდებს ექნებათ 72 საათი იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლემეტრაჟიანი ფილმი პროფესიონალური მოწყობილობებითა თუ მობილური ტელეფონით.
ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები.
პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი).

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.demlab.ge/marathon

დამატებითი შეკითხვებისათვის: 577 19 14 17