კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2018 წლის 15 ივნისიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

* სამედიცინო ფიზიკა, ბიოფიზიკა - 1 პროფესორი;
* ადამიანის ნორმალური ანატომია: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი;
* ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციული ქირურგიის საფუძვლებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
ბ) ანკეტა;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე;

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 15 ივნისიდან - 2018 წლის 23 ივნისამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.